სადამრიგებლო პროგრამა
Xგ კლასი
დამრიგებელი: მაკა ვარდიაშვილი
დამრიგებლის მუშაობის
მიზანი:
დამრიგებლის მუშაობა უნდა ემყარებოდეს
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მუსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური
უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა წრეში. ასევე უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ
ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა
და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მოვალეობები:
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა
ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
v
ჩავატარებ
სადამრიგებლო საათს თვეში მინიმუმ 1-ჯერ;
v
დავეხმარები
მოსწავლეებს აკადემიური თუ სხვა სახის პრობლემის გადაჭრაში;
v
პრობლემის
წარმოშობის შემთხვევაში ვიქნები შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის;
v
მოვახდენ
საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიურ შემოწმებას;
თვეში მინიმუმ ერთხელ ინდივიდუალურად გავაცნობ
მათ მშობლებს შვილის ყოფაქცევასა და აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციას;
v
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოვახდენ მოსწავლეების და
მათი მშობლების ინფორმირებას მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი
შედეგების შესახებ;
v
პერიოდულად შევაგროვებ ინფორმაციას საგნის მასწავლებლებისაგან
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პრობლემებისა თუ წარმატებების
შესახებ;
v
იმ შემთხვევაში თუ საშუალო წლიური ნიშანი 5,1-ზე დაბალია
გავაფრთხილებ მშობელს და მოსწავლეს იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი
მომდევნო სასწავლო წლებში, რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა;
v
ჩემი სააღმზრდელო მუშაობა მიმართული იქნება პიროვნების
სულიერი, ფსიქიკური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისაკენ. შევეცდები აღვზარდო ფიზიკურად
და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქეები;
v
ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან
განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შევეცდები მოვახდინო მათი შინაგანი ძალების
აქტივაცია, შევუქმნა მათ სათანადო პირობები ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის;
v
მოსწავლეთა ჩართულობა ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა
და ვალდებულების გრძნობის განვითარებას, ამის ხელშესაწყობად საშუალებას მივცემ მათ
მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობების (ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა) დაგეგმვასა
და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. ამგვარი ჩართულობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ
ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი
სირთულეები და ხელს შეუწყობს მათ თავისუფალ პიროვნებად ფორმირებას.
No comments:
Post a Comment