მაკა ვარდიაშვილი
Saturday, July 16, 2016
Monday, July 11, 2016
მინისტრი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა
მე მაქვს მანდატი და დიდი სურვილი სკოლებს დავეხმარო - ასე მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოწვეულ თბილისის დიდკონტიგენტიანი და სპეციალიზირებული სკოლების დირექტორებს, რომელთანაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, შეხვედრები სკოლის დირექტორებთან მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე შეიქმნება დირექტორთა საბჭო, სადაც იმსჯელებენ სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
პედაგოგებმა მინისტრისაგან მხარდაჭერის პირობა მიიღეს
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, სწავლა/სწავლების აქტუალურ საკითხებზე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) და ინფორმაციული–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას 700–ზე მეტი პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიიღო. მინისტრი თავის ვრცელ სიტყვაში ზოგად განათლებაში არსებულ ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო, ისაუბრა სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარების მისეულ ხედვაზე. შემდეგ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, ბოლოს მინისტრმა პედაგოგთა მოსაზრებებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გაიმართა შეხვედრაში მონაწილე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივ ექსპერტებთანაც.
Monday, June 27, 2016
ჩემი პირველი ჩანაწერი ბლოგზე
დღეს ისტ-ის ტრენინგის მესამე დღეა. დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლე ბლოგის შექმნა. მინდა, რომ ჩემი ბლოგი საინტერესო, შთამბეჭდავი და ორიგინალური იყოს. შევეცდები ჩემი მოლოდინები განვახორციელო. იმედი მაქვს გამომივა.
Subscribe to:
Posts (Atom)